Nebula - მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის!
უკან
სიახლეები
სიახლეები
ზოგადი უნარების ინოვაციური ონლაინკურსი აბიტურიენტებისთვის
7 მარტი
ნებულა

Image and video hosting by TinyPic

რა არის ნებულას ზოგადი უნარების ონლაინკურსი?

კომპანია “ნებულამ” შექმნა აბიტურიენტებზე მორგებული ონლაინკურსი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღოს. კურსი ოთხი ნაწილისგან შედგება:

• მთლიანი საგამოცდო პროგრამის მომცველი ვიდეოგაკვეთილები.

Image and video hosting by TinyPic

• 2500-ზე მეტი საავტორო, უნიკალური სავარჯიშო ვიდეოახსნებით.

Image and video hosting by TinyPic

• ეროვნული გამოცდების ანალოგიური ტესტები.

• ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შენს სუსტ მხარეებს აანალიზებს და გირჩევს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.

Image and video hosting by TinyPic

რა დონეზე უნდა ვიყო, რომ მომზადება დავიწყო?

ჩვენი კურსით სარგებლობისთვის არ არის საჭირო მათემატიკის კარგად ცოდნა ან სხვა წინაპირობა. “ნებულას” შეუძლია ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში ნებისმიერ აბიტურიენტს დაეხმაროს.

რა პროგრესი მექნება?

ჩვენი ვიდეოგაკვეთილები თეორიული მასალის ამოხსნის ტექნიკების სწრაფად ათვისებაში დაგეხმარება, ხოლო ამოცანების მეშვეობით ამ უნარების გაუმჯობესებას შეძლებ. შენ ასევე შეგეძლება ეროვნული გამოცდების ანალოგიური ტესტების საშუალებით მუდმივად აკონტროლო შენი მომზადების დონე და გაიგო, რამდენ ქულას აიღებდი დღეს რომ გამოცდაზე გასულიყავი.

თუ უკვე ვემზადები მასწავლებელთან?

თუ მასწავლებელთან უკვე ემზადები, მაშინ “ნებულა” შენთვის იდეალური შემავსებლის ფუნქციას შეასრულებს. უამრავი უნიკალური სავარჯიშო და ეროვნული გამოცდების ანალოგიური ტესტები შენი მომზადების პროცესს სრულყოფილს გახდის.

თუ გამოცდაზე ყველაზე მაღალ ქულას ავიღებ?

“ნებულა” თავის ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს 11 235 ლარიანი გრანტით დააჯილდოვებს.

კურსის შესაძენად დააკლიკე აქ.

სიახლეები
22 თებერვალი
6 ყველაზე აქტუალური კითხვა ზოგადი უნარების ახალი მოსამზადებელი წიგნის გარშემო
სიახლეები
21 დეკემბერი
ინგლისურის კურსის შესახებ
სიახლეები
21 დეკემბერი
სოციალური პროგრამა
სიახლეები
21 დეკემბერი
ფიბონაჩის პრიზი: 11235 ლარი
სიახლეები
21 დეკემბერი
Forbes: ნებულა ქმნის ვარსკვლავებს
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ან