Nebula - მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის!
უკან
სიახლეები
სიახლეები
6 ყველაზე აქტუალური კითხვა ზოგადი უნარების ახალი მოსამზადებელი წიგნის გარშემო
22 თებერვალი
ნებულა

Image and video hosting by TinyPic

ეს რა წიგნია?

კომპანია “ნებულამ” დაიწყო ნახევრადელექტრონული წიგნის გამოშვება, რომელიც აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება. წიგნი ყოველთვიურად გამოიცემა ორ, მათემატიკურ და ვერბალურ ნაწილად და თითოეული მათგანი მოიცავს 120 უნიკალურ სავარჯიშოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველ კითხვას მოჰყვება ვიდეოახსნა და აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს იხილოს სწორი პასუხის გარჩევის დეტალური ვიდეო. სავარჯიშოები ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ანალოგიურია, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს იმუშაოს საგამოცდო სირთულის ამოცანებზე. წიგნის ფასი შეადგენს 8 ლარს.

 

რით განსხვავდება სხვა წიგნებისგან?

ზოგადი უნარების სხვა არსებული კრებულებისგან განსხვავებით, “ნებულას” წიგნებს გააჩნია ვიდეოახსნა თითოეული სავარჯიშოსთვის. მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მისთვის გაუგებარი ამოცანების დაწვრილებითი და ამომწურავი ახსნის ვიდეო იხილოს, რაც საშუალებას მისცემს უკეთ აითვისოს ამოცანის ამოხსნის ტექნიკები.

 

როგორ ვნახო ონლაინ ვიდეოახსნები?

წიგნის პირველივე გვერდზე გადასაფხეკი საფარის ქვეშ, დატანილია უნიკალური კოდი, რომელიც საჭიროა შეიყვანო მისამართზე http://nebula.ge/book 

 

ვინ ადგენს ამოცანებსა და სავარჯიშოებს?

კრებულების შექმნაზე მუშაობს “ნებულას” გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ლოგიკისა და ფილოსოფიის ლექტორებით, სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულებითა და სხვა კვალიფიციური კადრებით.

 

თუ წიგნში შეცდომა ვიპოვე?

იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა აღმოაჩინე, მოგვწერე ფეისბუქის გვერდზე და დაგასაჩუქრებთ დამატებით 120 ონლაინ ამოცანით “ნებულას” ვებგვერდის თქვენს პირად ანგარიშზე.

 

სად ვიყიდო?

წიგნის შეძენა შესაძლებელია “ბიბლუსის” ნებისმიერ ფილიალსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.  

მისამართები იხილეთ რუკაზე.

სიახლეები
7 მარტი
ზოგადი უნარების ინოვაციური ონლაინკურსი აბიტურიენტებისთვის
სიახლეები
21 დეკემბერი
ინგლისურის კურსის შესახებ
სიახლეები
21 დეკემბერი
სოციალური პროგრამა
სიახლეები
21 დეკემბერი
ფიბონაჩის პრიზი: 11235 ლარი
სიახლეები
21 დეკემბერი
Forbes: ნებულა ქმნის ვარსკვლავებს
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ან